ზიპოს სხეული არ ეტყობა და ასეც უნდა იყოს. ის იმ ხმით იწყებს სცენაზე თავისი წარსულის გახსენებას, რომელიც წაართვეს. “თვალები დახუჭე და აიძულე შენი თავი, რომ ამ ხმას უსმინო”- ამ სპექტაკლზე მისულ მაყურებელს არ დახვდება სანახაობა, წარმოდგენა. ბევრს ვერ იცინებს. სცენაზე ისინი ნახავენ გაბრაზებულ გოგოს, რომელიც მათკენ თითს იშვერს, ჩხუბობს, გვამხელს გულგრილობაში...
მესხიშვილის თეატრში პოლონელი არტისტის ანჟეი სარამონოვიჩის „ტესტოსტერონი“ ნინო მაღლაკელიძემ დადგა, ხოლო სამეფო უბნის თეატრში ისრაელელი ჰანა აზულაი ჰასფარის „სინანულის დღეები“, თათა პოპიაშვილმა. პირველ შემთხვევაში სცენაზე მხოლოდ კაცები დგანან, მეორე შემთხვევაში კი ქალები. ყველაფერი რაც სცენაზე ხდება, მთელი მოქმედების კოლიზია, ორივეგან საპირისპირო სქესს უკავშირდება. მაყურებლის თვალწინ გათამაშებული კონფლიქტების მიზეზებს გენდერული საფუძველი აქვს...
დიდი ხანი არ არის მას შემდეგ გასული, რაც ლაშა ჩხვიმიანმა დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა, ამ ფაქტმა კი მნიშვნელოვნად შეაფერხა დმანისში კულტურული სფეროს განვითარება...
დმანისის თეატრში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ახალგაზრდა მსახიობი ლაშა ჩხვიმიანი იწყებს ახალი, დამოუკიდებელი პროექტის განვითარებას, პირობითი სახელით „შეხვედრის ადგილი“, სადაც კონკურსის შედეგად გამარჯვებული სპექტაკლი, ძირითადად გარე სივრცეში სათამაშოდაა გათვლილი...
წლების მანძილზე მიზანმიმართულმა ძიებამ გამოიღო ცხადი და უკვე ყველასათვის უდაო შედეგი. მოძრაობის თეატრმა შეძლო არა მხოლოდ ფორმალური ფუნქციონირება, არამედ საკუთარი ინდივიდუალური ხასიათის, ფერის დამკვიდრება ქართულ თეატრალურ ლანდშაფტში...
„UNMEMORY’’ დავით ხორბალაძის საავტორო სპექტაკლია. ის ღია, დამოუკიდებელ სახელოვნებო სივრცეში დაიდგა და რადგან მიმდინარე წლის მარტში მისი ბოლო ჩვენებები გაიმართა, ჩემი გამოხმაურებით მაყურებლის ინტერესის გაღვივება ვეღარ მოხდება. მიუხედავად ამისა, დადგმა იმდენად ამეკვიატა, ვეცდები მისგან მიღებული შთაბეჭდილება დაგვიანებით და დაახლოებით მაინც გადმოვცე...
ტექსტის არანორმატიულმა ლექსიკამ და ალბათ, უფრო მეტად, იდეისა და სათქმელის სიმძიმემ, საზოგადოების მხრიდან გამოიწვია ურთიერთგამომრიცხავი რეაქციები. პირდაპირ ვიტყვი, რომ ვერ მიიღო ეს წარმოდგენა ქართულმა თეატრალურმა კრიტიკამ და ვერ გაიაზრა, რის გამოც უარყო და დატოვა შეუფასებელი. არ დაწერილა არც ერთი კრიტიკული წერილი, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში არავის დავიწყებია ეს სპექტაკლი...
ახლა ომია და ყველაზე მეტად გახდა გასაგები ახალი თეატრის მნიშვნელობა ჩვენთვის, წაგებული ომების თაობისთვის...ინტიმურ თეატრში ამაზე გელაპარაკებიან, ყველაზე პრივატულ, ყველაზე ფაქიზ შეგრძნებებს გიზიარებენ. ეს თეატრი შენი მეგობარი ხდება, მასთან კომუნიკაცია საუკეთესო მეგობართან დიალოგს გაგონებს. შეიძლება მასთან ვინც ომმა წაგართვა. ეს თეატრი კომპენსაციაა...
ალბათ, დამეთანხმებით, რომ განახლებისა და რეგენერაციის გარეშე, ბუნებრივი სელექციის გარეშე, ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი იწყებს ლპობას და კვდომას. ზუსტად ამ სამწუხარო სურათს ვხედავთ დღეს ქართულ თეატრში და ამ პროცესის წარმმართველი არის კულტურის სამინისტრო, რომელიც უფრთხის ახალგაზრდულ ძალასა და რესურსს და მთელი ძალით ებღაუჭება „ტიტულოვან“ ხელოვანებს...
2021 წლის ბოლოდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსები. აღნიშნულმა პროცესმა გამოავლინა რიგი ტენდენციები, რომელიც წერილის ავტორი კრიტიკოსებისთვის წარმოადგენს რეგრესულ ნაბიჯებს და იწვევს მავნებლურ შედეგებს სფეროს განვითარების თვალსაზრისით.
14 იანვარს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, გახსნა ახალი სივრცე მარიონეტული სპექტაკლებისთვის. პირველი პრემიერა ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დაიდგა. ალბათ, ცოტაა ტექსტი რომელიც ასეთი მარტივი ენით გადმოსცემს ყველაზე დიდ სიმართლეს ადამიანების ცხოვრების სირთულეების შესახებ. ამიტომ ბუნებრივია „პატარა უფლისწული“, ამჯერად „პატარა პრინცის“ სახელით, ისევ ხდება ინტერესის საგანი...
წარმოდგენის სანუგეშო ასპექტი ის არის, რომ სპექტაკლი არ აღძრავს სიბრალულს შშმ პირთა მიმართ. სიბრალული და გადაჭარბებული ყურადღება დისკრიმინაციის ელემენტებია და ხელს უშლის თანასწორ პირობებში ადამიანების აღქმას. მაგრამ მთლიანობაში, ნაცვლად იმისა, რომ წარმოდგენა ეხმარებოდეს ჯანსაღი მიდგომების დამკვიდრებას, თვითონ არის შშმ პირთა მიმართ არასწორი დამოკიდებულებების ცხადი და ძალიან სამწუხარო მაგალითი.
17-მარტი-2023, 17:24
06-თებერვალი-2023, 16:43
03-დეკემბერი-2022, 03:19
02-ნოემბერი-2022, 09:44
10-ივლისი-2022, 16:47